LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 მისტიკური სახლი საშინელებათა ფილმებიდან (ფოტო)

2392
horor-movies-news
საშინელებათა ფილმების მოყვარულებმა კარგად იციან, რომ ამ ჟანრის ფილმების მთავარი ხიბლი მისტიკური, საიდუმლოებით მოცული სახლებია. ამ სახლებს ფილმის შემქმნელები საგანგებოდ არჩევეენ. ბევრი მათგანი ფილმისთვის სპეციალურად იქმნება, ბევრი კი, უკვე არსებული სახლის მოდერნიზებული ვერსიაა.
მოდით გავიხსენოთ 5 საუკეთესო მისტიკური სახლი ცნობილი ფილმებიდან:

როცა უცნობი რეკავს

2006 წლის ამერიკული საშინელებათა ფილმი, სადაც მთავარი მოვლენები უზარმაზარ სახლში ვითარდება. დიდი მისაღები ოთახები, უზარმაზარი ფანჯრები, მოხვული კიბეები და მისტიკა, რომელიც სახლს უკავშირდება. ეს სახლი ერთ-ერთი ყველაზე ადვილად დასამახსოვრებელია საშინელებათა ფილმების არქივიდან.

სხვები

ალეხანდრო ამენაბარის 2001 წელს გადაღებული ფილმი ნიკოლ კიდმანით მთავარ როლში. ფილმი დიდი ბნელ სახლში მცხოვრები დედისა და ორი მცირეწლოვანი შვილის საიდუმლოზე გვიყვება. ესპანეთში მდებარე სახლი უზარმაზარი ფარდებით, საიდუმლო ოთახებით და მისტიკური ხმებით აუცილებლად დაგამახსოვრდებათ.

რას მალავს ტყუილი

ფილმი მოჩვენებებით სავსე სახლზე და ქალზე, რომელსაც ამ სახლში უცნაური ხმები ესმის. რა იმალება იდეალური ცოლ-ქმრული ურთიერთობის უკან, ამას ფილმიდან შეიტყობთ, სადაც მთავარ როლებს მიშელ ფაიფერი და ჰარისონ ფორდი ასრულებენ.

მოჩვენება

1999 წლის ფილმი, სადაც მთავარ როლებს კეტრინ ზეტა-ჯონსი და ლაიამ ნისონი ასრულებენ. ფილმი ექიმისა და მისი ექპერიმენტის მონაწილე პაციენტების შესახებ გვიყვება, რომლებიც მიტოვებულ ძველ სასახლეში მიემგზავრებიან, რათა საკუთარი შიშები დაძლიონ.

ცვილის ფიგურების სახლი

2005 წელს გადაღებული ამერიკული საშინელებათა ფილმი, რომელიც ტყუპი ძმების მიერ შექმნილი ცვილის ფიგურების საშიშ სახლზე გვიყვება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები