LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“5 მიზეზი თუ რატომ უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში“ – ამ სათაურით ცნობილმა ჟურნალებმა სტატიები ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე გამოსცეს

121
poset-gruziu

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია მსოფლიოში ცნობილი და გავლენიანი მედიასაშუალებების გამოყენებით გრძელდება.

ნოემბერ-დეკემბერში Conde Nast-ის ოთხ ონლაინ გამომცემლობაში: “Vogue France”, “Conde Nast Traveller UK”, “Conde Nast Traveller Spain” და “Architectural Digest Germany” საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელი სტატიები და ფოტო რეპორტაჟები მომზადდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, “5 მიზეზი თუ რატომ უნდა ვიმოგზაუროთ საქართველოში“ ამ სათაურით მსოფლიოში ცნობილმა ჟურნალებმა სტატიები ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე გამოსცეს. სტატიების პარალელურად ელექტრონული ჟურნალების სოციალურ გვერდებზე სპეციალური პოსტები იტვირთება საქართველოს შესახებ, სადაც ე. წ. „სთორი“ და მოკლე ვიდეორგოლებია განთავსებული საქართველოს ტურისტული მიმართულებაა აღწერილი. მრავალენოვან სტატიებში მიმოხილულია საქართველოს სამთო კურორტები, მესტია, ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი, ბახმარო, ზამთრის ტურიზმის ექსტრემალური სახეობებით. სტატიების საშუალებით, მკითხველს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს საქართველოში არსებულ სამთო-ბილიკებს, რომელიც რაჭას, სვანეთს, თუშეთსა და საქართველოს სხვა კუთხეებს მოიცავს.

ამასთან, სტატიებში აღწერილია სპა-კურორტები: ბორჯომი, საირმე, წყალტუბო. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოს, კულინარიას, ისტორიულ ძეგლებს, მცხეთას, სიღნაღს და ძველი თბილისის არქიტექტურას.

ტურიზმის ადმინისტრაციის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში მსოფლიოში უდიდესი მედიაპლატფორმების ვებგვერდებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვიდეორგოლები, ფოტორეპორტაჟები, სტატიები და სარეკლამო ბანერები განთავსდა.

ცნობისთვის, კამპანია სოციალურ ქსელებსაც მოიცავს: „Instagram“, „Facebook”, „Twitter“ და „LinkedIn“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები