LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 მსუბუქი კომედია პრობლემების დასავიწყებლად

1053
mvsssnewsss555

რა თქმა უნდა, ყველას გვიყვარს საავტორო კინო, სიამოვნებით ვეცნობით ახალ და ვიხსენებთ კლასიკურ ფილმებს, თუმცა არც მსუბუქ კომედიებზე ღირს უარის თქმა, რომლებიც კარგი განწყობის შექმნასა და პრობლემების დავიწყებაში გვეხმარებიან.

” წიგნის კლუბი” (Book Club, 2006) – ამანდა თრემბლეის კომედია ახალგაზრდა ქალების რომანზე, სრულიად განსხვავებულ სიყვარულის ისტორიას სთავაზობს მაყურებელს, თუმცა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საყვარელი ადამიანისთვის საკუთარი ინტერესების დათმობა, არც სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვისაა უცხო.

“შენ მერამდენე ხარ” (What’s Your Number? 2011) – კარინ ბოსნაკის რომანის მოტივებზე შექმნილი კომედია ახალგაზრდა ქალის ისტორიაა, რომელიც მრავალრიცხოვანი რომანების შემდეგ ცდილობს ნამდვილი სიყვარულის პოვნას და სათითაოდ სტუმრობს ყოფილ საყვარლებს იმედით, რომ იქნებ მათ შორის იყო ის ერთადერთი, ვისაც მთელი ცხოვრება ეძებდა.

“რით დავიმსახურე?” (Qu’est-ce qu’on a fait au Bon Dieu? 2014) – მულტიკულტურული ქორწინება, ცრურწმენები და თაობებს შორის განსხვავებულ ფასეულობები, ფილიპ დე შევრონის კომედიაში ერთი ოჯახის ფონზეა განხილული, როცა ოთხი ქალიშვილის მამას სხვადასხვა ეროვნების და აღმსარებლობის სიძეებთან უწევს შეგუება.

“ბატონი და ქალბატონი ადელმანები” (Monsieur et Madame Adelman, 2017) –  ნიკოლა ბედოსის რომანტიკული კომედია, რომელმაც “სეზარის” ორი პრემია დაიმსახურა, შემთხვევით ნაცნობობას და შეყვარებულ წყვილს ეძღვნება, რომელთაც წლების შემდეგაც შეძლეს გულწრფელი გრძნობების შენარჩუნება.

“წვიმიანი დღე ნიუ-იორკში” (A Rainy Day in New York, 2019) – ვუდი ალენის რომანტიკული კომედია ტიმოტი შალამეს, სელენა გომესის, ელ ფლემინგის და ჯუდ ლოუს მონაწილეობით, ახალგაზრდების ისტორიაა, რომელთა რომანტიკული თავგადასავალი წვიმიანი ნიუ-იორკის ფონზე ვითარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები