LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 საშობაო ფილმი, რომელიც ეკრანებზე ახალ წელს გამოდის (ვიდეო)

9245
cristmas-movies-news19

სულ მალე დეკემბერი მოვა, ამიტომ დღეს, როგორც არასოდეს მნიშვნელოვანია საშობაო განწყობის წინასწარ შექმნა. „ფორტუნამ“ შეარჩია 5 საუკეთესო საშობაო ფილმი, რომელიც ეკრანებზე 2018 წლის მიწურულს ან 2019 წლის დასაწყისში გამოდის და რომლის ნახვასაც მაყურებელი დიდი ხანია ელოდება.

გასულ შობას (Last Christmas )

პოლ ჰიგის რომანტიკული კომედია, რომელიც ჯორჯ მაიკლის ცნობილი ჰიტის Last Christmas-ის ინსპირაციით შეიქმნა. ფილმში მთავარ როლებს ემილია კლარკი, ჰენრი გოლფინგი და ემა ტომპსონი ასრულებენ. ფილმი ლონდონში მცხოვრები გოგონას ისტორიას გვიყვება, რომელიც შობას მაღაზიაში ელფად მუშაობს. ერთ დღეს ყველაფერი იცვლება, როდესაც ის ოცნების მამაკაცს ხვდება.

 

ნოელი (Noelle)

მარკ ლორენსის სცენარის მიხედვით გადაღებული ახალი სათავგადასავლო საშობაო ფილმი, რომელიც „დისნეის“ სტუდიამ გადაიღო. მასში ანა ქენდრიკი სანტას შვილის როლში გვევლინება.

 

რაინდი შობის წინ (The Knight Before Christmas)

ეს გახლავთ მონიკა მითჩელის ახალი საშობაო რომანტიკული ფილმი , სადაც მთავარ როლს ვანესა ჰოთჯენსი ასრულებს. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, რაინდი ძველი ეპოქიდან, შობის წინა დღეს, სასწაულის წყალობით ჩვენს დროში აღმოჩნდება და ნამდვილი სიყვარულის ისტორიაც იწყება.

 

შობა უდაბდნოში (Holiday In The Wild)

ერნი ბარბარაშის მორიგ რომანტიკული კომედია, რომელიც ნილ და ტიპიო დობროვსკების სცენარის მიხედვით გადაიღეს. ფილმში მთავარ როლებს რობ ლოუ და კრისტინ დევისი ასრულებენ.

 

ითოვოს (Let It Snow)

ამერიკული რომანტიკული კომედია, რომლის რეჟისორიც ლუკ სნელინია. ფილმი მორინ ჯონსონის ამავე სახელწოდების პოპულარული რომანის მიხედვითაა გადაღებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები