LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 საუკეთესო ადგილი ჩრდილოეთის ციალის სანახავად

2065
BeFunky-collage (4)

ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, ისლანდია, კანადა, ალასკა – ეს ის ადგილებია, სადაც ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სწორედ ჩრდილოეთის ციალის სანახავად ჩადის.

პოლარულ ციალს განთიადის რომაელი ქალღმერთის სახელს- ავრორასაც ეძახიან. ლეგენდის თანახმად ავრორა ციურ სამყაროში მოგზაური სულების ანარეკლია. სხვა ვერსიით, ის სამოთხისკენ მიმავალ გზას ანათებს.

 

მეცნიერები  რა თქმა უნდა ამ კავშირს გამორიცხავენ და განმარტავენ,რომ ის  დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენებში მზის ქარების მოძრაობითაა გამოწვეული.  დედამიწის მაგნიტური ველი მზის ელექტრონების ნაკადს ჩრდილოეთისა და სამხრეთის მაგნიტური პოლუსების საზღვრებს გარეთ გადაამისამართებს. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ პოლარული ნათების ხილვა უპირატესად პოლარული წრის მაგნიტური სფეროს გარეთ შეიძლება. ეს თვალწარმტაცი სანახაობა უამრავი ადამიანის სამიზნეა.

და მაინც, ყველაზე მკვეთრად ავრორას მოვლენა ნორვეგიაში, ალასკასა და ისლანდიაში ჩანს.

1.ისლანდია

ისლანდიის ველური ბუნება, პეიზაჟები და ზამთრის ბნელი ცა პოლარული ნათების სანახავად არაჩვეულებრივ ფონს წარმოადგენს. ისლანდიაში მოხვედრა ბევრად უფრო იოლია, ვიდრე ალასკაზე. აქ პროფესიონალი „მონადირეები“ გელიან – ხალხი, რომელიც მთელ პერიმეტრზე არჩევს საუკეთესო ადგილებს ავრორას დასანახად და შემდეგ ტურისტებს ეპატიჟება. გარდა ამისა შეგიძლიათ ეწვიოთ ცისფერ ლაგუნას მუდმივად ცხელი წლითა და მოინახულოთ ადგილები სადაც სამეფო კარის თამაშების სიუჟეტებია გადაღებული.

2.ნორვეგია

ჩრდილოეთის ციალი ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ, ღია ზღვაზე, სუნთქვაშემკვრელი სანახაობაა. ამ ქვეყანაში თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ პოლარული ნათებით, როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზე. გარდა ამისა, რაც უფრო მაღლა მიდიხართ, მით მეტია თქვენი შანსი ნორვეგიის ჩრდილოეთის განათების ნახვისა. თუ სვალბარდში მიხვალთ ასევე იხილავთ პოლარულ ირმებსა და დათვებს.

3.ალასკა

ქალაქი ფერბენსკი ჩრდილოეთის ციალზე მონადირეთათვის ნამდვილი სამოთხეა. აქ ზუსტად  იციან, რა შესთავაზონ სტუმრებს. ციალის ნახვის პარალელურად გეოთერმული წყაროების დათვალიერება, ყინულის მუზეუმების სტუმრობა და ძაღლებშებმული მარხილებით სეირნობაც შეგიძლიათ.

4.ფინეთი

ფინეთი ერთერთი საუკეთესო ადგილია ჩრდილოეთის ციალის სანახავად. აქ ლაპლანდიის რეგიონში შეხვდებით სპეციალურად მოწყობილ გონდოლას ტიპის გამჭვირვალე შუშის ესკიმო სახლებს,რომელიც საშუალებას მოგცემთ ულამაზეს გარემოში დააკვირდეთ ბუნების ამ სასწაულ მოვლენას. გარემოს კიდევ უფრო მომაჯადოებელსა და დასამახსოვრებელს ხდის მოგიზგიზე ბუხრის ცეცხლი და საუნა რომლის პარალელურადაც შეგიძლიათ სწორედ თქვენი აპარტამენტიდან დააკვირდეთ ჩრდილოეთის ციალს.

5.კანადა

კანადა ასევე შესანიშნავი ვარიანტია ავრორაზე მონადირეებისთვის, რადგან ის მოიცავს ბევრ ადგილს, სადაც ჩრდილოეთის ციალის დანახვაა შესაძლებელი.  ამ მოვლენის ხილვა  შესაძლებელია ქვეყნის მრავალ ნაწილში, მაგალითად, იუკონში, სასკატჩევანში, ნიუფაუნდლენდის ჩრდილო – დასავლეთის შტატებში, ნოვა შოტლანდიასა და ბრიტანეთის კოლუმბიაში.

თუ სწორად აარჩევთ  დროსა და ამინდს, ჩრდილოეთის ციალის გარდა თქვენს დასვენებას უამრავი ზამთრის სპორტით გაახალისებთ და შეავსებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები