LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 საუკეთესო სერიალი თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის

1026
movsssnewss5555

არასასიამოვნო ფიქრებისგან განთავისუფლების საუკეთესო საშუალება – გამოგონილ სამყაროში მოგზაურობაა, როცა დადებითი ენერგიით დამუხტვაც შეიძლება და ნაკლებად სასიამოვნო რეალობის დროებით დავიწყებაც.

“მისტერ რობოტი” (Mr. Robot, 2015-2019) – USA Network-ის კრიმინალური დრამა გენიალური ჰაკერის ისტორიაა, რომელიც იატაკქვეშა ორგანიზაციას მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიის გასანადგურებლად და პლანეტის მოსახლეობის ვალების გასაუქმებლად უერთდება. კაცობრიობის საკრედიტო მონობისგან განთავისუფლების არაჩვეულებრივი იდეა სერიალის შემქმნელებმა “მებრძოლთა კლუბიდან” ისესხეს, თუმცა გლობალური ცვლილებები მთავარი პერსონაჟის განცდების, ემოციებით გადმოსცეს, რომელსაც ისე ძალიან სჯეროდა საკუთარი ოცნების, რომ უარი თქვა იმ პრობლემების დანახვაზე, რასაც მისი კეთილი ზრახვები გამოიწვევდა.

“ფარგო” (Fargo, 2014 – ) – მკაცრი ზამთარი, ადამიანთა სისასტიკე და შავი იუმორი – სწორედ ასეთია ძმები კოენების ფარგო – პატარა ამერიკული ქალაქი, რომელიც სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა მოულოდნელად თავსდამტყდარ ბოროტებასთან გასამკლავებლად. საინტერესო პერსონაჟები ეკრანზე ბრწყინვალე მსახიობებმა გააცოცხლს, რითაც უფრო მეტი ინტრიგა შემატეს ფილმს.

“დანაშაულის იმპერია” (Boardwalk Empire, 2010-2014) – HBO-ს გრანდიოზული პროექტი განგსტერული ფილმების, პირველ რიგში მარტინ სკორეზეს “კარგი ბიჭების” და კაზინოს” ერთგვარი ნაკრებია, რომელიც მაფიოზური დაჯგუფებების ცხოვრებასა და რეალურად არსებული განგსტერების საქმიანობაზე მოუთხრობს მაყურებელს. საინტერესო პროექტი სტივ ბუშემიმ წარმოადგინა, რომელმაც სწორედ ენოჰ ტომპსონის განსახიერებით შეძლო საკუთარი ნიჭის, არტისტული შესაძლებლობები სრულყოფილად დემონსტრირება.

” სამეფო”  (The Kingdom, 2019 – ) – შედარებით ახალი სერიალი ზუსტად ეხმიანება თანამედროვე რალობას, რადგან ისიც საშიშ ეპიდემიაზე მოუთხრობს მაყურებელს, თუმცა “სამეფოში” ადამიანები არა მძიმე სენისგან, არამედ ცოცხალი მიცვალებულების შემოსავისგან ცდილობენ თავის დაღწევას. სერიალის მოქმედება შუასაუკუნეების კორეაში ვითარდება და საინტერესო ისტორიასთან ერთად მაყურებელს უცხო ტრადიციების გაცნობასაც სთავაზობს.

“სექსუალური აღზრდა” (Sex Education, 2019 – ) – სახალისო სერიალი კარგი იუმორით აუცილებლად შეგიქმნით პოზიტიურ განწყობას. ფილმის მთავარი გმირი ოტისია, რომელიც გამოუცდელობის მიუხედავად, მაინც საკუთარ თავზე იღებს ტანატოლების ინტიმური პრობლემების მოგვარებას და ფასიან კონსულტაციებსაც იშვიათი თავდაჯერებულობით არიგებს. სერიალის ავტორებმა სერიოზულად მოჰკიდეს ხელი მოზარდთა მთავარი პრობლემის განხილვას და სერიალი ერთგვარ აღმზრდელობით გაკვეთილად აქციეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები