LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 თვეში 160 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონება გავყიდეთ – ნათია თურნავა

47
183605143-4013489698740659-3100739846187895509-n

პრივატიზაციის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მიმდინარე წლის პირველ 5 თვეში 160 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონებაა პრივატიზებული,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც მინისტრმა განმარტა, მეორე კვარტალში ეკონომიკური აქტივობა საგრძნობლად გამოცოცხლებულია.

„მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან შედარებით, დაბალი ბიზნესაქტივობის ფონზე, რაც ბუნებრივად იყო გამოწვეული იმ პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის გამო, მეორე კვარტალში ეკონომიკური აქტივობა საგრძნობლად გამოცოცხლებულია და ეს სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგებზეც აისახა”,- განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, პრივატიზაციის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კამპანიის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში 150 ახალი ობიექტის აუქციონზე გამოტანა დაანონსდა.

„მხოლოდ ამ ორ დღეში 17-18 მაისს აუქციონზე გასაყიდად 27 ლოტი, გამოვიტანეთ, რომელთა საწყისი ღირებულება 39 მილიონ ლარზე მეტი იყო. ძალიან მაღალი ინტერესის, კონკურენციისა და ვაჭრობის შედეგად, 72 მილიონ ლარზე მეტი – პრაქტიკულად, თითქმის გაორმაგებული ფასი მიიღო სახელმწიფო ბიუჯეტმა“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, 1-ლი იანვრიდან დღეის მდგომარეობით, უკვე 160 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონებაა პრივატიზებული და მიღებული თანხა სხვადასხვა დონის ბიუჯეტებს შორის გადანაწილდება.

„დღეის მდგომარეობით უკვე შეგვძილია ვთქვათ, რომ სახელმწიფო ბიჯეტის გეგმა თითქმის 70%-იანი გადაჭარბებით შევასრულეთ. ასე რომ, პრივატიზაციის გეგმა ძალიან სწრაფად წინმსწრებით შესრულდება. რა თქმა უნდა, პრივატიზების გაცილებით უფრო დიდი პოტენციალი გვაქვს და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას ამასაც გავაცნობთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 17-18 მაისს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დასრულებულ ელექტრონულ აუქციონებზე ვაჭრობა 27 ლოტზე შედგა, რომელთა საწყისი ფასიც 39,207,800 ლარი იყო. ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დასრულებული აუქციონების საბოლოო შედეგმა 72,835,800 ლარი შეადგინა. აუქციონის შედეგად გაყიდული ქონების ღირებულება საწყის ფასთან შედარებით 86 პროცენტით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები