LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

50%-მდე ფასდაკლება ყველაზე მოთხოვნად კოლექციებზე – „იუსკის” ბათუმის ფილიალი უკვე 4 წლისაა

278
215055645-1185086518570366-2283851371537604631-n

ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების სკანდინავიური ბრენდი „იუსკი“, ბათუმში 4 წლის გახდა. აღსანიშნავია, რომ „იუსკის“ პირველი მაღაზია ქალაქ ბათუმში, გორგილაძის 88 ნომერში, 2017 წლის ივლისში გაიხსნა.

„საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გვსურს საუკეთესო შეთავაზებები გავუკეთოთ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს და 15-დან 19 ივლისის ჩათვლით, ვთავაზობთ 50%-მდე ფასდაკლებას ყველაზე მოთხოვნად კოლექციებზე; 30%-40%-მდე ფასდაკლება – გარე ავეჯისა და საზაფხულო აქსესუარების სრულ ასორტიმენტზე;  30% – საბან-ბალიშზე, პირსახოცებზე და 20% ფასდაკლება – ავეჯის სრულ ასორტიმენტზე”, – აცხადებენ „იუსკიში“.

მათივე ინფორმაციით, ფასდაკლება გავრცელდება როგორც ბათუმის, ისე თბილისის ფილიალში.

ცნობისთვის, დაბადების დღესთან დაკავშირებით, „იუსკის“ ბათუმის ფილიალში მოეწყობა ღამის შოპინგიც. „ვიმუშავებთ ღამის 12 საათამდე. აქ მოსულ მომხმარებლებს ნამდვილი სადღესასწაულო გარემო დახვდებათ და ამასთან ერთად ბევრი სიურპრიზი“, – აცხადებენ „იუსკიში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები