LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

50 მილიონზე მეტ ექაუნთზე თავდასხმის გამო Facebook-ი განმარტებას ავრცელებს

110

Facebook-ის 50 მილიონზე მეტ ექაუნთზე თავდასხმის გამო სოციალური ქსელი განმარტებას ავრცელებს.

„იმისთვის, რომ მომხმარებლის უსაფრთხოება დაგვეცვა, ზოგიერთმა მათგანმა ექაუნთი რამდენჯერმე ავტომატურად, თავისი ნების მიუხედავად დატოვა. 2018 წლის 25 სექტემბერს აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ სისტემას თავს დაესხნენ და Facebook-ში შესასვლელი ტოკენები მოიპარეს. ტოკენები პაროლის ერთგვარი ექვივალენტია, რომელითაც შესაძლოა ჰაკერებმა თქვენ ანგარიშში შეღწევა სცადეს.

ჯერ არ ვიცით შეძლეს თუ არა ჰაკერებმა ინფორმაციის მოპოვება, მაგრამ გვსურს გაცნობოთ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ რათა თითოეული მომხმარებლის პირადი ანგარიში დავიცვათ. განვაგრძობთ სიტუაციის შესწავლას და ამის შესახებ საგამოძიებო ორგანოებს უკვე ვაცნობეთ. თუ აღმოვაჩენთ, რომ მომხდარმა ზიანი უფრო მეტ ადამიანს მიაყენა, ჩვენ მათ დაუყოვნებლივ გავთიშავთ სისტემიდან წამიერად.

თუ Facebook ექაუნთიდან მოულოდნელად გაითიშეთ, სისტემაში შესვლისთვის საჭირო პროცედურები კიდევ ერთხელ უნდა გაიაროთ“, – ვკითხულობთ Facebook-ის მიერ გავრცელებულ განმარტებაში.

28 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოროტმოქმედებმა ისარგებლეს Facebook-ის კოდში არსებული მოწყვლადობით მიიღეს მომხმარებლების ანგარიშებზე წვდომა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები