LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

50 წლის მამაკაცი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

84
ნარკოდანასჰაული

გორში 50 წლის მამაკაცი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სამართალდამცველებმა დაკავებული სოფელ ხურვალეთის ტერიტორიაზე, ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს.

პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, „მეტადონის“ შემცველი 84,65 გრამი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.

ფაქტზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები