LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

50-ზე მეტი კომპანია მზადაა დაგასაქმოთ – თბილისში ხვალ დასაქმების ფესტივალი იმართება

134
7gsg0aej

HR hub-ის ორგანიზებით, 28 ოქტომბერს, განახლებულ კიკვიძის პარკში, 17:00 – დან 20:00 საათამდე დასაქმების ფესტივალი ,,საყოველთაო გასაუბრება” გაიმართება.

ღონისძიებაზე 50-ზე მეტი კომპანია სხვადასხვა ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი, რომელთა ნახვაც წინასწარ www.Studentjob.ge -ზეა შესაძლებელი. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან.

ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, პირისპირ შეხვდნენ და გაესაუბრონ კომპანიის HR მენეჯერებს.

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც სამსახურს ეძებს. ღონისძიებაზე დაცული იქნება კოვიდ რეგულაციები. პირბადის ტარება სავალდებულოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები