LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

500 მოგება: რონალდოს შვიდი წელია 50 გოლი გააქვს

68

მას შემდეგ, რაც ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე 5:0 გაანადგურა “სევილია”, კრიშტიანო რონალდო მორიგი სტატისტიკური მიღწევების ავტორი გახდა.

ჯერ ერთი, პორტუგალიელმა საკლუბო დონეზე მე-500 მატჩი მოიგო: კრიშტიანოს 301 მოგება აქვს “რეალთან” ერთად, 186 მატჩი მოიგო “მანჩესტერ იუნაიტედში” და 13 – “სპორტინგში“.

მეორე მიღწევა უნიკალური და სარეკორდოა: რონალდო პირველი ფეხბურთელია ისტორიაში, ვინც ზედიზედ შვიდი წელია მინიმუმ 50 გოლის გატანას ახერხებს. “სევილიას” წინააღმდეგ “რეალის” ფორვარდმა დუბლი შეასრულა და 2017 წელს 51 გოლი დაუგროვდა. ამისთვის, პორტუგალიელს 57 მატჩი დასჭირდა. გამოდის, რომ წელს რონალდო საშუალოდ 0.89 გოლს იტანდა.

კრიშტიანოს გოლების რაოდენობა ბოლო შვიდ წელიწადში ასე გამოიყურება:
2011 – 60 გოლი
2012 – 63 გოლი
2013 – 69 გოლი
2014 – 61 გოლი
2015 – 57 გოლი
2016 – 55 გოლი
2017 – 51 გოლი

 

აღსანიშნავია, რომ რონალდოს გარდა, 2017 წელს კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა შეძლო მინიმუმ 50 გოლის გატანა:
რობერტ ლევანდოვსკი (52 გოლი, საშუალოდ 1,02)
ლიონელ მესი (52, 0.85)
ედინსონ კავანი (51, 0.86)
ჰარი კეინი (50, 1.04)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები