LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5000-ს მივუახლოვდით: ახალი ანტირეკორდი – 4780 ახალი შემთხვევა

75
coviddd

27 ნოემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლენილი – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 123 470-ს”.

ამასთან, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა.

კორონავირუსით ქვეყანაში სულ 1 161 ადამიანი გარდაიცვალა.