LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა, საინტერესო პროცესი იწყება და მიხარია: თამარ ჩერგოლეიშვილი

499
156445770-10220035420535890-3955571198422157574-n (1)

“ახლა მათი კარგად გაცნობის და დაფასების დროა.. საინტერესო პროცესი იწყება და მიხარია”,-ამის შესახებ ჟურნალისტმა თამარ ჩერგოლეიშვილმა პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ გიგა ბოკერიას არჩევის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.

„გიგა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა.

2018 წლიდან, „ევროპულ საქართველოს“ თანმიმდევრულობის და საკუთარი სიტყვის პატივისცემის პრობლემა აქვს – იმდენად, რომ მეც კი მიჭირდა ლიდერშიფის ნდობა.

2020 წელს, კამპანიაში, ჩემი თვალით ვნახე მძიმე პრობლემები მენეჯმენტში – მართვაში.

დარწმუნებული ვარ, რომ გიგას არჩევით პირველი საკითხი უკვე გადაწყვეტილია – ამ პარტიიდან ურთიერთგამომრიცხავ მოქმედებებს ამომრჩეველი ვეღარ ნახავს – ლიდერი სიტყვას რომ იტყვის, სიტყვას დაიცავს და ჩემთვის ეს გადამწყვეტია.

რაც შეეხება მართვას – ესეც მოგვარდება, გამართული ბექოფისი შეიქმნება, სისტემური გადატვირთვა მოხდება და პარტია ქვემოდან ზემოთ პრინციპით აეწყობა.

ჩვენი მხარდამჭერები უპირველეს ყოვლისა! ახლა მათი კარგად გაცნობის და დაფასების დროა – სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან. მოკლედ, საინტერესო პროცესი იწყება და მიხარია“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

“ევროპული საქართველო” დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავას მსგავსად, გივი თარგამაძემ, ლევან თარხნიშვილმა და გოკა გაბაშვილმა დატოვა.

ამავე თემაზე:

სამწუხარო და მცდარი გადაწყვეტილება მიიღეს – ბოკერია პარტიიდან წასულებზე

“ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა” – უგულავა ბოკერიაზე

დავით ბაქრაძე: უარს ვამბობ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეობასა და პარტიის წევრობაზე, ვიღებ პარტიულ პაუზას

“პატივს ვცემ გიგას აზრს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს პოზიცია არ ემსახურება პარტიის ინტერესს” – რაში არ ეთანხმება ბაქრაძე ბოკერიას

“წარმატება მათ!” – “ევროპული საქართველო” გოკა გაბაშვილმაც დატოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები