LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

52 წლის რობინ რაიტი ახალგაზრდა მეგობარ მამაკაცთან ერთად ისვენებს (ფოტო)

627

შონ პენის ყოფილი ცოლისა და „ბანქოს სახლის“ ვარსკვლავის რობინ რაიტის პირადი ცხოვრების შესახებ დიდი ხანია არაფერი იყო ცნობილი. ცოტა ხნის წინ კი ფოტოგრაფებმა ერთ-ერთი საფეხბურთო მატჩის დროს მსახიობი ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად გადაიღეს. ცნობილი გახდა, რომ „ოქროს გლობუსის“ მფლობელი მსახიობი  Saint Laurent-ის მოდის სახლის ვიპ მომსახურების მენეჯერს, კლიმენტ ჟიროს ხვდება. ამჯერად მსახიობი შეყვარებულთან ერთად კიპრზე იმყოფება, სადაც პაპარაცებმა წყვილის გადაღება მოახერხეს. ფოტოებიდან  ჩანს, რომ რობინი და კლემენტი ერთად ბედნიერები არინ და არც გრძნობების აფიშირებას ერიდებიან.

52 წლის რაითი ფანტასტიკურად გამოიყურება შავი ფერის საცურაო კოსტიუმში. ამ დრომდე კლემენ ჟიროს ასაკის დადგენა ვერ მოხერხდა, თუმცა, ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ის ცოტა უფროსია რაიტის ვაჟზე, ჰოპერზე, რომელიც მსახიობს შონ პენისგან ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ შონ პენისა და რობინ რაიტის რომანი 1989 წელს დიწყო, 1991 წელს მათ ქალიშვილი დილანი შეეძინათ, 1993 წლის კი ვაჟი ჰოპერი. ოფიციალურად პენი და რაიტი 1996 წელს დაქორწინდნენ, ხოლო 2009 წელს ერთმანეთს დაშორდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები