LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

55.7%”ქართული ოცნების”სასარგებლოდ- ავტორიტეტული ბრიტანული კომპანია Survation საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

166
არჩევნები

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა 26 აგვისტოდან 2 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა და 1205 გამოკითხულს მოიცავს.

კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, თუ რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, 55.7%-მა “ქართული ოცნება” დაასახელა. სხვა პარტიების პროცენტული წილი ასე გადანაწილდა:

“ნაციონალური მოძრაობა” – 16,2%

 “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი” – 6,0%

“ევროპული საქართველო” – 5,6%

“ლეიბორისტული პარტია” – 4,5%

“პატრიოტთა ალიანსი” – 3,9%

“ლელო” – 3,7%

“გირჩი” – 2,2%

“ერთიანი საქართველო” – 1,0%

“თავისუფალი დემოკრატები” – 0,5%

სხვა – 0,7%

Survation -ის მეთოდოლოგია განსხვავებულია და კვლევაში არ ითვალისწინებს იმ ადამიანებს, ვინც პასუხს არ სცემს რამდენჯერმე დასმულ კითხვაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები