ავსტრალიური GQ-ს ახალი ნომერი უკვე გაყიდვაშია და მისი მთავარი გმირი 55 წლის ბრედ პიტია. ბრედ პიტი ჟურნალის გარეკანს ამშვენებს, ხოლო ჟურნალის ფურცლებზე ქუენტინ ტარანტინოსთან მუშაობის შთაბეჭდილებებს ყვება. მსახიობის თქმით, მას ბოლო დროს პროდიუსინგი იტაცებს და არ გამორიცხავს, რომ სამსახიობი კარიერაზე უარი თქვას. აღმოჩნდა, რომ პიტს ძალიან მოსწონს კამერის მეორე მხარეს მუშაობა.

ფოტოებზე ბრედ პიტი  თეთრი და ყავისფერი ფერების კომბინაციით გვხვდება. ის მაისურსა და პიჯაკში, ბუნების ფონზე პოზირებს.

ტეგები: ბრედ პიტი

მსგავსი თემები