LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

55 წლის ჯონი დეპი 20 წლის რუს მოცეკვავეზე ქორწინდება (ფოტო)

1265
deppjn

მედიამ გაარკვია, რომ 55 წლის ჯონი დეპს ახალი შეყვარებული ჰყავს. მისი რჩეული 20 წლის რუსი მოდელი და მოცეკვავე პოლინა გლენია. ინსაიდერების მტკიცებით, ურთიერთობა იმდენად სერიოზულია, რომ წყვილი დაქორწინებისთვის ემზადება.

ცნობილია ისიც, რომ პოლინა უკვე ლოს-ანჯელესში, დეპის რეზიდენციაში ცხოვრობს. მსახიობი ჯერ ურთიერთობის აფიშირებას არ ცდილობს, მეტიც ის მიიჩნევს, რომ ქორწინებამდე ყველაფერი საიდუმლოდ უნდა შეინახოს. პოლინას შესახებ ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ის პეტერბურგში დაიბადა და ორი წლის წინ საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა. წყვილი ფოტოების გადადაღება პაპარაცებმა უკვე მოახერხეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები