LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

58 000 “ვაქცინა” და მოგებული 2 მილიონი დოლარი: ჩინეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც მინერალურ წყალს ვაქცინად ასაღებდა და ყიდდა

159
FORTUNA.GE- (7)

მინერალური წყალი და მარილიანი ხსნარი – ეს არის ძირითადი შემადგენლობა იმ ყალბი ვაქცინის, რომელსაც ჩინეთში ერთ-ერთი თაღლითი ამზადებდა და ყიდდა.

როგორც ცნობილია, თაღლითმა და მისმა ჯგუფმა დაამზადა 58 000 ყალბი ვაქცინა და მისი გაყიდვით 2 მილიონ დოლარზე მეტის მოგებაც ნახა.

BBC-ის ინფორმაციით, მამაკაცმა ყალბი ვაქცინების დამზადებამდე, შეისწავლა შეფუთვის ნიმუშები და “საკუთარი წარმოების ვაქცინა” მას მაქსიმალურად მიამსგავსა.

მსგავსი თაღლითური სქემების უმეტესობა ქვეყანაში გასული წლის ბოლოს გამოავლინეს.

ყალბი ვაქცინების წარმოების, განაწილების, მისი ფასების ზრდისა და უკანონოდ აცრების გამო, ქვეყანაში უკვე 70-მდე ადამიანია დაკავებული.

დამნაშავეები ყალბ ვაქცინებს ყიდდნენ საავადმყოფოებში, ხშირ შემთხვევაში, ვაქცინაციას თვითონ ატარებდნენ და მოქალაქეებს მოტყუებით, სახლებსა და ავტომანქანებში ცრიდნენ.

ქვეყნის ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ თაღლითური სქემით გავრცელებულ ყალბ ვაქცინებს სრულად გაანადგურებს.

ამასთან, პროკურატურა მოუწოდებს რეგიონულ უწყებებს, ითანამშრომლონ პოლიციასთან, რათა მსგავსი ფაქტები რაც შეიძლება მალე გამოავლინონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები