LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

59 წლის მელანი გრიფიტი წვეულებაზე ბრწყინავდა (ფოტო)

189

მელანი გრიფიტის ახალი ფოტოებით რთული სათქმელია, რომ ვარსკვლავმა უკვე 59 წელს მიუკაკუნა. 90-იანი წლების მსახიობი ბევერლი-ჰილზში გამართულ საქველმოქმედო წვეულებაზე გამოჩნდა. საღამოზე, რომელიც ორგანიზაცია Carousel of Hope Ball-ის ეგიდით გაიმართა, გრიფიტი საპატიო სტუმართა შორის იყო. ორგანიზაცია მსოფლიო მასშტაბით დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.

მელანი გრიფიტი საღამოზე  ბრწყინავდა თეთრი ფერის  საღამოს კაბასა და ლამაზ აქსესუარებში.  ასეთი დახვეწილი ის დიდი ხანია არავის უნახავს. ესაა პირველი შემთხვევა ანტონიო ბანდერასთან განქორწინების შემდეგ, როცა მსახიობი ბედნიერი და გაბრწყინებული ვიხილეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები