LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 აგვისტოს „ქართული ხმები“ რევაზ ლაღიძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტს გამართავს

115
qartuli-xmebinews

6 აგვისტოს, სოციალურ სივრცეში ლეგენდარული „ქართული ხმები” წარმოგიდგენთ სპეციალურ საკონცერტო პროგრამას, რომელიც ეძღვნება კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის დაბადებიდან 100 წლის თავს.

საათნახევრიანი პროგრამის პირველი ნაწილი მიეძღვნება ქართული ხალხური მუსიკალური ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშებს – ანსამბლის წევრები კითხვა-პასუხის/პანელურ რეჟიმში მიმოიხილავენ ქართული სასიმღერო კულტურის ტრადიციებს, შემდეგ კი თავად შეასრულებენ აღნიშნულ ნაწარმოებებს.

პროგრამის მეორე ნაწილი კი მიეძღვნება კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს, რის ფარგლებშიც „ქართული ხმები“ შეასრულებს გენიალური ქართველი კომპოზიტორის შედევრებს.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

მუსიკალური საღამო იმართება მუსიკოსთა პარკის სოციალურ სივრცეში, შეკვეთილში, ბლექ სი არენას მიმდებარედ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები