LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 აპრილს, HOROOM-ზე შესული თანხა დაღუპული და დაშავებული მეშახტეების ოჯახებს გადაერიცხება – კლუბი “ბასიანი” მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებს

111

კლუბი “ბასიანი” ტყიბულში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, რომელსაც  6 მეშახტე ემსხვერპლა, ხოლო სამი დაშავდა. “ბასიანი” სოლიდარობას უცხადებს ყველა მაღაროელს და აცხადებს, რომ 6 აპრილს, HOROOM-ზე (HAMATSUKI; WILL GATES; MERCURRIO) შესულ თანხას სრულიად გადაურიცხავს ტყიბულის შახტში გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახებს.

როგორც კლუბ ბასიანის განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების ღირსებული ცხოვრება, რადგან ზრუნვის მიდგომები და ადამიანისთვის შრომის პირობების შექმნა მნიშვნელოვან აუცილებლობას წარმოადგენს.

“ჩვენ ვიბრძვით სოციალური და პოლიტიკური უთანასწორობის წინააღმდეგ, ქვეყნის სოციალური კეთილდღეობისთვის”– ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 6 მაღაროელი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. 

6 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები