LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 კვირაში ვირუსის 117 შემთხვევა ბევრი არაა – მარინა ენდელაძე

162
BeFunky-collage (3)

“უკვე 6 კვირაა საქართველოში ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევა, 117 ნამდვილად არაა ბევრი”,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ “ფორმულას” ეთერში განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შიდა გავრცელება მასიური რომ იყოს, დღეს ინფიცირებულთა ბევრად მეტი დადასტურებული შემთხვევა გვექნებოდა.

მისივე თქმით, პროტოკოლი რომელიც ხვალ ამოქმედდება, დროული და შესაბამისია. მანამდე კი აღნიშნულის საჭიროება არ იყო.

“ვერ გეტყვით რომ დააგვიანა, პროტოკოლი აუცილებელი იყო ინფიცირების გარკვეულ ეტაპზე. შიდა გავრცელება მასიური რომ იყოს, დღეს ეს რაოდენობა არ გვექნებოდა. მასიურად მოედინებოდა ვირუსი. როცა უკვე 6 კვირაა საქართველოში ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევა, 117 ნამდვილად არაა ბევრი. რომ ნახოთ, სხვა ქვეყნები, ბევრად მეტია ამ მონაკვეთში”,-განაცხადა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით 117 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 23 გამოჯანმრთელდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები