LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე-6 სართულიდან გადმოვარდნილ 3 წლის ბავშვს ოპერაცია უტარდება, მდგომარეობა მძიმეა

98
BeFunky-collage (4)

მე-6 სართულიდან გადმოვარდნილ 3 წლის ბავშვს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

3 წლის ბავშვი გუშინ საღამოს, დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადმოვარდა. ბავშვი სახლში ძიძასთან ერთად იმყოფებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები