LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 წლის პრინცი ჯორჯი ინგლისის საფეხურთო ნაკრების მაისურით გამოჩნდა (ფოტო)

341
prince-george-news19

ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე, პრინცი ჯორჯი 6 წლის გახდა. ოჯახი იუბილეს აღსანიშნავად კუნძულ მუსტიკზე გაემგზავრა, სადაც პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა ჯორჯის დაბადების დღე შვილებთან ერთად აღნიშნეს. კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზე კი ტრადიციისამებრ გამოქვეყნდა პატარა პრინცის 3 ახალი ფოტო. ყველა ფოტო ქეით მიდლტონის მიერაა გადაღებული. ერთ-ერთ ფოტოზე პრინცი მწვანე ფერის მაისურში პოზირებს, 2 ახალ ფოტოზე კი ინგლისის საფეხბურთო ნაკრების მაისურში.

ცნობილია, რომ ფეხბურთის გარდა პატარა პრინცი ჩოგბურთითაა გატაცებული. მას გაკვეთილებს პირადად ლეგენდარული როჯერ ფედერერი უტარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები