სრული მომსახურებიდან მინიმალიზმამდე– ევროპა “მთის ქოხების” საკმაოდ დიდ ჩამონათვალს გთავაზობთ ზომებისა და ფორმების მიხედვით. „ევრონიუსმა“ კი 6 ასეთი ტიპის სახლი შეარჩია ერთი მთავარი კრიტერიუმით– ყველაზე სანახაობრივი და შთამბეჭდავი ხედები.

Gervasutti – იტალია

ეს მსოფლიოში ყველაზე დიდ სიმაღლეზე მდებარე ეკოსასტუმროა, რომელიც თვითმფრინავის ნაწილის მსგავსია და შიგნით მყუდროდაა მოწყობილი. აქ ვერტმფრენით უნდა მოფრინდეთ. სასტუმრო ერთდროულად 12 მთას უყურებს. შიგნით საწოლები, სამზარეულოს მოწყობილობა და სპეციალური ოთახია, საიდანაც შთანმეჭდავი ხედები იშლება.

Culardoch Shieling – შოტლანდია

ის გარშემორტყმულია მთის მასივებით, შიგნით კი აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია დაგხვდებათ. „მთის ქოხის“ დიზაინერები ამბობენ, რომ მათ მიერ შექმნილ დიზაინში გაერთიანებულია შოტლანდიის რომანტიზმი მეოცე საუკუნის მოდერნისტულ დეტალებთან.

Bertol Hut – შვეიცარი

ის სამხრეთ შვეიცარიაშია და ზღვის დონიდან 3311 მეტრზე მდებარეობს. სასტუმრო დროთა განმავლობაში ვითარდებოდა და ახლა მოიცავს 5 საერთო საცხოვრებელს, თითოეული 16 საწოლით, 80 კაციანი სასადილო ოთახით და მთებით გარშემორტყმული პანორამებით.

Refuges des Grand Mulets – „თეთრი მთა“ ალპებში

ალპებში „თეთრი მთის“ ჩრდილოეთით, იქ სადაც გარშემო სულ მთები და ყინულია, ზღვის დონიდან 3000 მეტრზე, მთის ქოხი/სასტუმროა, რომელსაც საფრანგეთის ალპინისტთა კლუბი ფლობს. მას ერთდროულად 68 სტუმრის მიღება შეუძლია, მარტის ბოლოდან ივლისამდე.

Lišanjski vrh – დინარის ალპები

ეს არის მთათა სისტემა ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულის დინარის მთები, რომლითაც გარშემორტყმულია „მთის ქოხი“. ის 10 სტუმარზეა გათვლილი,  ზღვის დონიდან 1794 მეტრზეა, ახლოსაა ხორვატიასა და ბოსნიასთან. აქედან დინარის მთების ულამაზე ხედი იშლება.

Þjófadalir hut  – ისლანდია

რეიკიავიკიდან 130 კილომეტრში, ცენტრალურ ისლანდიაში უზარმაზარი მდელო იშლება. ის ზღვის დონიდან 610 მეტრზეა, სადაც ლაშქრობისთვის ბევრ საინტერესო ადგილს ნახავთ. ქოხს ისლანდიის ტურიზმის ასოციაცია მართავს , მას 11 სტუმრიოს მიღება შეუძლია. აქვეა პატარა სამზარეულოც.

 

 

 

 

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები