LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე-60 საყოველთაო ნათლობა – პატრიარქის ნათლული 800-მდე ბავშვი გახდა

740
?????????? ?? ???????

ჩვილ ბავშვთა მე-60 საყოველთაო ნათლობა გაიმართა სამების საკათედრო ტაძარში. ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვი, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მონათლა. პატარებს ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცათ.

პატრიარქის ნათლული 800-მდე ბავშვი გახდა. ნათლობის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ახლად მონათლულები დალოცა.

„გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. დღეს არის საიუბილეო დღე, მე-60 ნათლობა. 60-ჯერ ჩატარდა ნათლობა და ბავშვების რაოდენობამ 40 000-ს მიაღწია. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ. ღმერთმა დალოცოს ოჯახები თქვენი, დედ-მამა, და-ძმანი, ნათესავები. ღმერთმა მოგცეთ ნიჭი, ნიჭი სწავლისა, მტკიცე სარწმუნოება – მართლმადიდებლობა, სიყვარული, გაჭირვებული ხალხის დახმარება და მშვიდობა. დალოცვილი იყავით”,- ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქს ამ დროისთვის, დაახლოებით, 40 000 ნათლული ჰყავს. პატრიარქის ინიციატივის მიზანი, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები