LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

61%-იანი უმუშევრობა და ბოლო 5 წელში შემცირებული ფინანსები – რა წერია NDI-ის კვლევაში

159
1d6465c1d474ed064e40d6f6977fb04c-XL

NDI-ის კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 43 % მიიჩნევს, რომ მისი ფინანსური შესაძლებლობა 5 წლის წინანდელთან შედარებით ნაკლებია35% აცხადებს, რომ იგივეა, 21% კი მიიჩნევს, რომ მისი ფინანსური შესაძლებლობები 5 წლის წინანდელთან შედარებით – მეტია.

რაც შეეხება დასაქმება-უმუშევრობას, NDI-ის კვლევის თანახმადვე, გამოკითხულთა 61% დაუსაქმებელია. კითხვაზე: თვლით თუ არა თავს დასაქმებულად, გამოკითხულთა 38 % აცხადებს, რომ დასაქმებულია. ამასთან, კვლევის თანახმად იმ რესპონდენტების 13%, ვინც ამბობს, რომ დასაქმებულია, საჯარო სექტორში მუშაობს.

საჭირო წამლის შეძენის საშუალება მოსახლეობის 50%-ს არ აქვს - NDI

მოსახლეობის 54%-მა მკურნალობა ფულის არ ქონის გამო გადადო

ცნობისთვის, NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13- დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები