LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

62 წლის მელ გიბსონი 35 წლით უმცროს მეგობარ გოგონასთან და ერთი წლის ვაჟთან ერთად (ფოტო)

352

მსახიობი მელ გიბსონი, რომელიც უკვე 9 შვილის მამაა, ამჯერად ატლანტაში გამოჩნდა. 62 წლის კინოვარსკვლავი 27 წლის მეგობარ გოგონასთან, როსალინდ როსთან და ერთი წლის ვაჟთან ერთად მაშინ გადაიღეს, როცა ის ატლანტაში საკუთარი ვერტმფრენიდან ჩამიდიოდა. ოსკაროსანი მსახიობი და რეჟისორი ატლანტაში ახალი ფილმის, Boss Level-ის გადაღებებისთვის ჩაფრინდა, სადაც ის ნაომი უოთსთან ერთად მთავარ როლს ასრულებს. მელ გიბსონს დატვირთული სამუშაო გრაფიკის დროს გვერდით ეყოლება 27 წლის მეგობარი გოგონა და ვაჟი ლარსი, რომელიც ქვეყანას გასულ წელს მოევლინა.

აეროპორტში მსახიობი სპორტულ სტილში გამოწყობილი მივიდა. ის ჯინსის პერანგსა და კეპში იყო გამოწყობილი. ასევე თავისუფალი, სპორტული სამოსი შაერჩია ოჯახთან ერთად მგზავრობისთვის როსალინ როსმაც.

შეგახსენებთ, რომ 62 წლის მსახობისა და 27 წლის მწერლის, როსალინ როსის რომანი 2014 წელს დაიწყო. 2017 წელს კი წყვილს შვილი შეეძინა. გიბსონი 1980-დან 2011 წლამდე რობინ მურზე იყო დაქორწინებული და ჯამში მას 9 შვილი ჰყავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები