LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

65 წლის პირს ბროსნანი პატარა ბიჭივით შეყვარებულია (ფოტო)

196

პირს ბროსნანი და კილი შეი სმიტის სიყვარულზე ბევრი რამის თქმა შეიძლება. ეს ერთ-ერთი ყველაზე მყარი და სამაგალითო წყვილია ჰოლივუდში, მათ ქორწინების 17 წელი და ურთიერთობის 25 წლიანი ისტორია აკავშირებთ.  ამჯერად ფოტოგრაფებმა 65 წლის ბროსნანი და 54 წლის სმიტი მორიგი რომანტიკული გასეირნებისას გადაიღეს. წყვილი ლოს-ანჯელესის ქუჩებში ველოსიპედით ხელჩაკიდებული სეირნობდა. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც მეუღლეები გრძნობების აფიშირებას საჯაროდ ახდენენ, ამის გამო მათ ყველაზე რომანტიკული წყვილის სტატუსიც ერგოთ.

შეგახსენებთ, რომ პირს ბროსნანისთვის პირველი ქორწინება საკმაოდ ტრაგიკული აღმოჩნდა, მას მეუღლე და ქალიშვილი გარდაეცვალა, პირველი ქორწინებიდან მსახიობს 45 დ 34 წლის ვაჯები ჰყავს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები