ცოტა ხნის წინ ესპანურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ცნობილი მსახიობის, რიჩარდ გირისა და მისი რჩეულის, ალექსანდრა სილვას ქორწინების შესახებ. ცნობილი გახდა, რომ წყვილმა საიდუმლოდ იქორწინა და ცერემონიამ უახლოესი მეობრების გარემოცვაში ჩაიარა. ამ ინფორმაციის გავრცელების შემეგ ახლადდაქორწინებულები ერთად პირველად გამოჩნდნენ. ფოტოგრაფებმა 68 წლის გირი და 35 წლის სილვა ნიუ-იორკში სეირნობისას გადაიღეს. როგორც ჩანს, მსახიობი და ბიზნესმენი თაფლობის თვეს სწორედ ნიუ-იორკში ატარებენ. სპორტულ სამოსში გამოწყობილი მეუღლეები ერთ-ერთ მაღაზიაში იმყოფებოდნენ.

მოგვიანებით რიჩარდ გირმა City Harvest Gala-ს ღონისძიებაზე გადაინაცვლა, სადაც ის უკვე ჯულიანა მურთან ერთად გამოჩნდა.

 

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები