LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

68 წლის რიჩარდ გირისა და 35 წლის ალეჰანდრა სილვას ქორწილის პირველი ფოტო 

407

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 68 წლის მსახიობი რიჩარდ გირი 35 წლის ესპანელ ლამაზმანზე, ალეჰანდრა სილვაზე დაქორწინდა. ცნობილია, რომ ქორწილის ცერმეონია ნიუ-იორკში, გირის სახლში გაიმართა და მას მხოლოდ წყვილის უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ. დღეს ესპანური გამოცემამ Hola ცნობილი წყვილის პირველ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ქორწილის დღესაა გადაღებული. მეუღლეები ცნობილი გამოცემის გარეკანზე პოზირებენ. 35 წლის სილვას ულამაზესი თეთრი კაბა აცვია და საოცრად შეყვარებული ჩანს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ბიზნესმენისა და ჰოლივუდის მსახიობის ურთიერთობის შესახებ სამი წლის წინ გახდა ცნობილი. წყვილი გასული წლის ბოლოს დაინიშნა. ალეჰანდრა სილვასთვის ეს მეორე ქორწინებაა და მას ერთი ვაჟი ჰყავს. რაც შეეხება რიჩარდ გირს, ის 1991 წელს სინდი კროუფორდზე იყო დაქორწინებული, 2002 წელს კი მსახიობ კერი როეულზე, რომლისგანაც ერთი ვაჟი ჰყავს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები