LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

688 ახალი შემთხვევა და 13 გარდაცვლილი – 3 თებერვლის კოვიდსტატისტიკა

86
FORTUNA.GE- (2)

ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 კიდევ 788 ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 251 077-მდე გაიზარდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, გამოვლინდა კორონავირუსის 688 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 259 897-ია.

ახალმა კოვიდინფექციამ კიდევ 13 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 3 221 პაციენტი.

ამ დრომდე:

კარანტინის რეჟიმში რჩება 487 პირი.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 2 384 ადამიანი.

კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 292-ია.

ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა 15 792 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 579, PCR ტესტით – 6 213.

სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.

 

პოპულალურები