LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 იანვარს ნიკოლოზ რაჭველი კინომუსიკის შედევრების საღამოს დიდი საკონცერტო დარაბზში გამართავს

661
nioloz-rachveli

7 იანვარს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი რეკორდსმენ პროექტს უმასპინძლებს. ,,ნიკოლოზ რაჭველი & მსოფლიო კინომუსიკის შედევრები”, მისი შექმნის დღიდან, ბოლო რამდენიმე წელია, ქართველი მსმენელის ერთ-ერთ საყვარელ ღონისძიებად იქცა და მუდმივად ანშლაგით მიმდინარეობს.

პოპულარობით დღემდე უპრეცედენტო ქართულ პროექტში, კინომუსიკის პარალელურად, ეკრანი დაეთმობა მრავალი ჯილდოს მფლობელი ფილმების ფრაგმენტებსა და ლეგენდარულ კინო-მოღვაწეებს, ტრადიციისამებრ.

კონცერტზე შესრულდება ქართული კინომუსიკაც, მათ შორის გია ყანჩელის „ის აქ არის“ ფილმიდან „შერეკილები“.

ღონისძიებაში საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მონაწილეობენ მეცოსოპრანო ნატალია ქუთათელაძე, ალსტისტი გიორგი ცაგარელი, მესაყვირე გიორგი შამანაური და საქსოფონისტი რეზო კიკნაძე.
საღამოს არტისტთა გაერთიანება კონცეპტარტი წარმოგიდგენთ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები