LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 მარტს, თეიმურაზ გუგუშვილის 70 წლის იუბილე აღინიშნება

560
1516550395452862

გამოჩენილი ქართველ ტენორი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი,
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი თეიმურაზ გუგუშვილი 7 მარტს, 70 წლის იუბილეს აღნიშნავს.

40 წლიანი კარიერის განმავლობაში მან მრავალი წამყვანი პარტია შეასრულა როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ოპერებში. მათ შორისა: ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ  და ეთერი“, „დაისი“, „ლატავრა“; ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“; ოთარ თაქთაქიშვილის „მინდია“, მთვარის მოტაცება“, პირველი სიყვარული“, „მუსუსი“; მერი დავითაშვილის „ნაცარქექია“; გია ყანჩელის „და არს მუსიკა“.

იგი სხვადასხვა დროს საგასტროლო მოღვაწეობას ეწეოდა ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის, ავსტრალიისა და აზიის ქვეყნების უდიდეს საოპერო სცენებზე.

2003-2005 წლებში თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი იყო.

ამჟამად თეიმურაზ გუგუშვილი აქტიურ შემოქმედებით, საკონცერტო და პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა.
იგი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორია და აკადემიური სიმღერის მიმართულებას ხელმძღვანელობს.

2018 წლის თებერვალში, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის შენობის წინ მისი სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნა.