LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 ქვეყანა, რომელიც რუსებს საქართველოს შეუცვლის

539
TASS-28998506-pic905-895x505-23848

რითი შევცვალოთ საქართველოში მოგზაურობა? არაფრით. ეს არის უნიკალური ტურისტული მიმართულება. თუმცა ერთი-ორი იდეა მაინც არის. გამოკითხულების უმრავლესობა საქართველოს ირჩევდა მარტივი შესვლის გამო, არანაირი ვიზები და ფურცლები.
ასევე არ არის ენობრივი ბარიერი, არის ზღვისა და მთის ნაზავი, გასტრონომიული მრავალფეროვნება და არც თუ მაღალი ფასები.

შვიდი მიმართულება ამ პარამეტრებს აკმაყოფილებს, თუმცა ზოგიერთი შედარებით რთულად.

აი ასე წერენ რუსები და ამ შვიდ ქვეყანასაც თვლიან. ბარემ გავიგოთ რუსების საქართველოს ალტერნატივა.

 

ისრაელი

ვიზა – საჭირო არ არის
ენა – იქ ბევრი რუსია
ზღვა + მთა – ისრაელში ოთხი ზღვაა, აი მთების მხრვ ცოტას მოიკოჭლებს
იაფია? – მოსათმენად

 

სომხეთი

ვიზა – საჭირო არ არის
ენა – პრობლემა არ არის
ზღვა + მთა – ლამაზი მთები საკმარისადაა, ზღვა არ აქვს, სევანის ტბაა
იაფია? – სასტუმროები უფრო იაფია, ვიდრე რუსეთში

 

მონტენეგრო

ვიზა – საჭირო არ არის
ენა – აქ რუსულად საუბარი არ უყვართ
ზღვა + მთა – ყველაფერია
იაფია? – აუტანელი არ არის, გააჩნია

 

აფხაზეთი

ეს უკომენტაროდ დავტოვოთ

 

ყაზახეთი


ვიზა – საჭირო არ არის
ენა – რუსულად ურთიერთობა მარტივია
ზღვა + მთა – კასპიის ზღვაა, ლამაზი ტბებიცაა
იაფია? – ფასები თითქმის ისეთივეა როგორც რუსეთში. აი ფრენა ძვირი ჯდება

 

მონღოლეთი

ვიზა – საჭირო არ არის
ენა – ინგლისურიც და რუსულიც რთულად არის
ზღვა + მთა – ზღვა არ არის, გობის უდაბნოა და უკიდეგანო სტეპები
იაფია? – საჭმელია თითქმია უფასოა, აი იქ ჩაღწევა კი ძვირი ჯდება

 

უზბეკეთი

ვიზა – საჭირო არ არის
ენა – ბევრი თავისუფლად ლაპარაკობს რუსულად
ზღვა + მთა – ზღვა არ არის, წყალსატევებია, ტიანშანისა და პამირის მთის ქედებია
იაფია? – ხარჯის უდიდესი ნაწილი ავიაბილეთებსა და საცხოვრებელზე მიდის