LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 საუკეთესო პაემნის იდეა – სად უნდა დაპატიჟოთ თქვენი რჩეული (ფოტოები)

2334
mtavari paemani

ყოველდღე კაფეში ან კინოში პაემანი, დროთა განმავლობაში, შეიძლება, მოსაბეზრებელიც კი გახდეს. ამიტომ ბრიტანული გამოცემა “გარდიანი” შეეცადა თქვენთვის იდეები შემოეთავაზებინა, თუ სად შეგიძლიათ მოაწყოთ პაემანი და დაპატიჟოთ თქვენი რჩეული. 

7D ფილმი

კინოში დაპატიჟება, ერთი შეხედვით ბანალურად ჟღერს, მაგრამ თუ თქვენ პაემნის ადგილად ისეთ კინოთეატრს შეარჩევთ, სადაც 7D ფილმის ნახვა შეგიძლიათ, დაუვიწყარი შთაბეჭდილები გელით. თქვენ, ფაქტობრივად, ფილმის მონაწილეები იქნებით, რაშიც სპეცეფექტები თავის როლს შეასრულებს.

7D ფილმების ჩამონათვალში, ხშირად ისეთი სიუჟეტია, სადაც თქვენ ერთ-ერთი მთავარი გმირი ხართ და სამყაროს, ან ქვეყნისა თუ ქალაქის გადარჩენა გაქვთ საკუთარ თავზე აღებული.

კლდეზე ცოცვა – ჩაკიდეთ ერთმანეთს ხელი

სპორტის ეს სახეობა უფროდაუფრო პოპულარული ხდება. ეს არაა მხოლოდ ფეხის კუნთების გაძლიერება, მასში რაღაცის მიღწევის აზრი დევს. როცა პაემანზე სიარული ახალი დაწყებული გაქვთ, ძალიან კარგი საშუალებაა კლდე „დალაშქროთ“, ერთმანეთს მხარი დაუჭიროთ და გაამხნევოთ. ასეთი „კლდეები“ სხვადასხვა გასართობ ცენტრშია მოწყობილი.

კულინარიის გაკვეთილი

იტალიური საკვების დაგემოვნება ერთ-ერთ რომანტიკულ თავგადასავლად ითვლება და ძალიან კარგს იზამთ, თუ მის მომზადებას ერთად ისწავლით. თუ იტალიური არ მოგწონთ, შეარჩიეთ რომელიმე სხვა ქვეყნის სამზარეულოდან კერძი, წადით ერთჯერად კულინარიის გაკვეთილზე, ერთად მოამზადეთ და შემდეგ დააგემოვნეთ თქვენივე მომზადებული საჭმელი.

წადით ახლოს მდებარე ქალაქში ექსკურსიაზე

აიღეთ ქალაქთან ახლოს მდებარე რომელიმე პატარა სოფელი ან ქალაქი, რომელიც უფრო საინტერესო სანახავი იქნება, თავისი ღირსშესანიშნაობებით ან ლამაზი ხედებით. ეს ერთგვარი მინი-მოგზაურობა და საუკეთესო თავგადასავალი იქნება.

წადით კოქტეილის დასალევად ბარში

ერთ-ერთი პაემნისთვის კოქტეილფართის მოწყობის იდეა ურიგო არ იქნება. ერთი საღამო შეგიძლიათ მუსიკის სამყაროში გაატაროთ, სასმელი დააგემოვნოთ და თქვენს რჩეულთან ერთად სხვადასხვა თემაზე ისაუბროთ.

განიხილეთ თქვენი საყვარელი ავტორები წიგნის მაღაზიაში

არის წიგნის მაღაზიები, სადაც მინი-კაფეც დაგხვდებათ. შეგიძლიათ შეიაროთ, ახალი წიგნები იყიდოთ, ჩამოსხდეთ ჭიქა ყავაზე და თქვენს საყვარელ წიგნებსა და ავტორებზე ისაუბროთ.

წადით პიკნიკზე

შეარჩიეთ ადგილი, სადაც პიკნიკის მოწყობა შეგეძლებათ. წაიღეთ სახლიდან მსუბუქი ლანჩი და ღვინო და მოუწყვეთ თქვენს საყვარელ ადამიანს ერთი დაუვიწყარი დღე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები