LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 თვის შვილის მკვლელობისთვის დედას 6 წელი მიუსაჯეს

264
deda-bavshvi

7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

“მტკიცებულებებით სრულად დადასტურდა, მ.შ.-ს მიერ ჩადენილი მკვლელობა,” – განაცხადა პროკურორმა ნანა გოგოტიშვილმა. 

კასპში 16 წლის გოგომ შვიდი თვის შვილი საწოლში გაგუდა

ბავშვის დედა განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დაკავებულია.

გადაწყვეტილების გასაჩივრებას დაკავებულის მეუღლე აპირებს.

“თუ ის არასრულწლოვანია, ჩემი შვილიც არასრულწლოვანი იყო და გაითვალისწინონ,” – განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

მკვლელობა 21 მაისს, სოფელ აღაიანში მოხდა. გამთენიისას ბავშვის მამამ საბავშვო ეტლში 7 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვა. მამა ამბობს, რომ ამ დროს ბავშვის 16 წლის დედა სახლში უკვე აღარ იყო. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ კი ის თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს.

გოგონას მიერ ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა, იმის გამო დანაშაულში ბრალდებული არასრულწლოვანია, სასჯელის ზომა შემცირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები