Forbes-ის მონაცემებით 2018 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი იუთუბ – ბლოგერი 7 წლის რაიანია, რომელიც თავისი არხის საშუალებით სათამაშოებს განიხილავს. გასულ წელს მისი არხის შემოსავალმა 22 მლნ. დოლარი შეადგინა.

რაიანის არხმა, Ryan’s ToysReview ფუნქციონირება 2015 წელს დაიწყო. 4 წლის ასაკში რაიანს ძალიან უყვარდა სხვადასხვა ვიდეოების ყურება, სადაც ახალ სათამაშოებს განიხილავდნენ. ბიჭუნას კითხვის საპასუხოდ, რატომ არ შეიძლებოდა მასაც ჰქონოდა თავისი არხი, მშობლებმა ვიდეო გადაუღეს და იუთუბზე აუტვირთეს.

დღესდღეობით რაიანი თავის არხზე განიხილავს არა მხოლოდ სათამაშოებს, არამედ ბავშვთა საკვებ პროდუქტებსაც. მიმდინარე წლის დასაწყისში ვარსკვლავ- ბიჭუნამ კონტრაქტი გააფორმა Walmart-თან, რომელიც თავის ქსელში სათამაშოების ხაზს, სახელად „რაიანის სამყარო“ გაყიდის.

Ryan ToysReview-ს იუთუბზე 17 მილიონი გამომწერი ჰყავს. „ფორბსის“ ცნობით, არხის ვიდეოები საერთო ჯამში 26 მილიარდჯერაა ნანახი.

 

მსგავსი თემები