LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7000 კოვიდსაწოლიდან 1500 თავისუფალია. საყურადღებო ეპიდსიტუაციაა და მოსახლეობა უნდა შემოგვეხიდოს, პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე: ცერცვაძე

109
თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში სულ 7000 კოვიდსაწოლია მობილიზებული, აქედან თავისუფალი კი მხოლოდ 1 500 არის.

როგორც ცერცვაძე „რუსთავი2“-თან საუბრისას განმარტავს, არსებული ეპიდსიტუაცია ძალიან საყურადღებოა, ამიტომ მოსახლეობა მათ „უნდა შეეხიდოს, საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და დაუჯეროს სახელმწიფოს“.

დაინფიცირდა 2 654, გარდაიცვალა 33 – დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8,34 % – განახლებული კოვიდსტატისტიკა

„ძალიან საყურადღებო ეპიდსიტუაციაა, ახალი შემთხვევების რაოდენობა მზარდია. 7000 კოვიდსაწოლია მობილიზებული, დღეისთვის წევს 5400. 1500 საწოლი ჯერ კიდევ თავისუფალია. თუ მოსახლეობა არ დაგვეხმარა, არც შემოგვეხიდა და პასუხისმგებლობა არ აიღო თავის თავზე – ხშირად მეკითხებიან, ვინ უნდა მართოს პანდემია, რა თქმა უნდა სახელმწიფომ, მაგრამ მოსახლეობამ უნდა დაუჯეროს სახელმწიფოს“ – აცხადებს ცერცვაძე.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პანდემიასთან გასამკლავებლად ყოველდღიურად 20-25 ათასი ადამიანის აცრაა აუცილებელი.

ხვალ 20 ათასმა, 40 ათასმა რომ მოინდომოს აცრა, ვაქცინა საკმარისია. მათ შორის, ყველაზე მოთხოვნადი Pfizer-ის ვაქცინაც. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ყველა ვაქცინა კარგია, ყველა იცავს სასიკვდილო ფორმებისგან, მძიმე გართულებებისგან და რეანიმაციისგან; ხოლო ინფიცირებისგან საიმედოდ არცერთი ვაქცინა არ იცავს, მათ შორის, Pfizer-ი. ტემპი ჯერ კიდევ დაბალია. იმისთვის, რომ წლის ბოლოს სამიზნე 65%-ზე, დაახლოებით ისე, როგორც აქვს დღეს ისრაელს, საჭიროა, ​დღეში, დაახლოებით, 20-25 ათასი ადამიანის აცრა“, – აცხადებს ცერცვაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები