LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტოლტენბერგი – არ შეგვიძლია პუტინს გამარჯვების საშუალება მივცეთ

27
Untitled design (58)

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის მიერ “ბინძური ბომბის” გამოყენებისთვის მზადების შესახებ კრემლის განცხადებები აბსურდია. ამის შესახებ მან რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლაე ჩუკესთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი უკრაინას რადიოლოგიური “ბინძური იარაღის” გამოყენებისთვის მზადებაში სდებს ბრალს. ეს აბსურდია. მოკავშირეები უარყოფენ ამ ცრუ ბრალდებებს. რუსეთმა არ უნდა გამოიყენოს ყალბი საბაბები ომის შემდგომი ესკალაციისთვის”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მუქარები არ აიძულებს მოკავშირეებს უკრაინისადმი დახმარება შეამცირონ, და იგი გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

“არ დავიწყებ ფიქრს თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, მაგრამ მხოლოდ ორ რამეს ვიტყვი.

პირველი – ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო გახდება. არ შეგვიძლია პრეზიდენტ პუტინს გამარჯვების საშუალება მივცეთ. ეს კატასტროფა და ტრაგედია იქნებოდა უკრაინელებისთვის, მაგრამ ამავდროულად ჩვენც, ნატოს მოკავშირეებს, უფრო მოწყვლადს გაგვხდის, ვინაიდან ამის მერე აქედან გაკვეთილი იქნება გამოტანილი, რომ პრეზიდენტ პუტინს შეუძლია სამხედრო ძალის გამოყენებით მიზნის მიღწევა. და ეს გაკვეთილი გამოტანილ იქნება არა მხოლოდ მის მიერ, არამედ მთელ მსოფლიოში სხვა ავტორიტარული ლიდერების მიერაც”, – თქვა სტოლტენბერგმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ “ყველა ომი მოლაპარაკების მაგიდასთან სრულდება”.

“ამავდროულად, ჩვენ ვიცით, რომ ის, რისი მიღწევაც უკრაინას მოლაპარაკების მაგიდასთან შეუძლია, მთლიანად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რის მიღწევას შეძლებს ბრძოლის ველზე”, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ამასთან დაკავშირებით სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებით მოკავშირეები ცდილობენ იმ შედეგის მაქსიმიზაციას, რომელიც მისაღება იქნება უკრაინისთვის, და დროის მინიმიზაციას, რომელიც ამას დასჭირდება.

“რაც უფრო ძლიერია უკრაინა ბრძოლის ველზე, მით უფრო მალე მიიღწევა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც შეძლებს იმის გარანტირებას, რომ უკრაინა გაიმარჯვებს როგორც სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო ევროპაში”, – თქვა სტოლტენბერგმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები