LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეები დიდ ბრიტანეთში ვეღარ ჩავლენ

334
1

საქართველო წითელი ქვეყნების სიაში ამჯერად დიდ ბრიტანეთს შეჰყავს – შესაბამისად, 8 აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეები აღნიშნულ ქვეყანაში ვეღარ ჩავლენ.

გადაწყვეტილება პანდემიას და ვირუსის გავრცელების მზარდ სტატისტიკას უკავშირდება.

შესაბამისი განკარგულება ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. 

ახალი წესების მიხედვით:

➤  მოქალაქე დიდ ბრიტანეთში ვერ ჩავა, თუ ის უახლოესი 10 დღის განმავლობაში წითელ ქვეყანაში იმყოფებოდა;

➤  დიდ ბრიტანეთში მოგზაურობას შეძლებენ მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიისა და ბრიტანეთში ცხოვრების უფლების მქონე პირებს;

➤  ბრიტანეთში ჩასვლის უფლების მქონე ყველა მოქალაქეებისთვის სავალდებულო იქნება 10-დღიანი კარანტინი, ასევე კორონავირუსზე ტესტის ჩატარება კარანტინის მე-2 და მე-8 დღეს და სხვა დაწესებული შეზღუდვების შესრულება.

შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა საზღვრები გახსნა და სპეციალური შეზღუდვები დააწესა ე.წ. “მწვანე”, “ყვითელი” და “წითელი” ქვეყნების მოქალაქეებითვის, თუმცა ქვეყნების დაყოფა კორონავირუსის გავრცელების მასშტაბითაც ხდება.

ბრიტანეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ვირუსის გავრცელების ყველაზე დიდი რისკი სწორედ “წითელი” ქვეყნებიდან არის და შესაბამისად, მათ მოქალაქეებსაც უფრო მკაცრ შეზღუდვებს უწესებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები