LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 დღის შემდეგ ინფიცირებული გადამდები აღარ არის

298
1585649564-თამარ-გაბუნია23

“ვირუსის სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები აღარ არის. ტესტი შესაძლოა დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი დააინფიციროს სხვა – მინიმალურია. მეთორმეტე დღეს პირი, რომელსაც სიმპტომი აღარ აღენიშნება, გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მსოფლიოში უკვე შეცვლილია რეკომენდაციები. სქემა, რომელიც განვიხილეთ და რაც აისახება ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებში, შეეხება უსიმპტომო პირებისთვის გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭებას. რაც შეეხება სიმპტომურ პირებს, რომლებიც იმყოფებიან საავადმყოფოში, აქ მინიმალური ხანგრძლივობა გამოჯანმრთელებამდე არის 13 დღე, საიდანაც 10 დღე სიმპტომების პერიოდად იგულისხმება და 3 დღე უსიმპტომო პერიოდია. ამასთან ერთად, შესაძლოა, საჭირო იყოს კლინიკური გადაწყვეტილების მიღება კლინიკურად რამდენად მზად არის პაციენტი ჩვეულ სოციალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. თუმცა ეპიდემიოლოგიური რისკების თვალსაზრისით ასეთი პაციენტებიც უკვე მე-14 დღეს, თუ ბოლო სამი დღე სიმპტომებისგან თავისუფალი არიან, მიიჩნევა, რომ რისკს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით აღარ წარმოადგენენ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

სისტემა მზად არის პასუხი გასცეს გამოწვევას 

“მიუხედავად შემთხვევების მატებისა, რომელიც მოსალოდნელი იყო მობილობის ამგვარ პირობებში, გარდაცვალების მაჩვენებელი არის საუკეთესო ევროპის ქვეყნებს შორის. 0,57% მიუთითებს იმას, რომ შემთხვევების მართვა ძალიან წარმატებულია.  ამდენად, სისტემის მზაობა, რომ პასუხი გასცეს ამ გამოწვევას, საკმარისად მაღალია და შეეფერება საერთაშორისო რეკომენდაციებს. სუბიექტური აზრი ყოველთვის არსებობს და ამ შემთხვევაში ტენდენციური მოსაზრებებიც არ გაგვიკვირდება, რომ მოვისმინოთ.
საქართველო, როგორც ინფექციის შეკავების ფაზაზე, ასევე აქტიური მართვის ფაზაზე არაერთი საერთაშორისო ექსპერტის და ორგანიზაციის მიერ შეფასდა, როგორც წარმატებული”  – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები