LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 ივლისს ქეთი ფარესაშვილის ალბომის პრეზენტაცია და საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

217

ქეთი ფარესაშვილი ახალი ალბომის გამოსაცემად და საქველმოქმედო კონცერტისთვის ემზადება, რომელიც 8 ივლისს, „ოტიუმში“ გაიმართება. ალბომი ორდისკიანი იქნება, სადაც მთლიანობაში 17 სიმღერა შევა. მომღერალი „ფორტუნას“ ამ სიახლის შესახებ ესაუბრა.

ქეთი ფარესაშვილი:

ამ ალბომს დიდი ხანი ვამზადებდი, ჩემი შემოქმედებითი პაუზა საკმაოდ გაგრძელდა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში სწორედ ალბომზე ვმუშაობდი. ორდისკიანი ალბომი გახლავთ, ერთ დისკში 11, ხოლო მეორეში – 6 სიმღერა შევიდა. ეს არის მსოფლიო ჯაზ-სამბების სტანდარტები, რომლებიც მსმენელისთვის ცნობილია, თუმცა ჩემი ვერსიებით შემოგთავაზეთ. გარდა ამისა, ალბომში შესულია ლილიკო ნემსაძის მიერ შექმნილი სიმღერაც. ახლახან მიშა მდინარაძესთან ერთად დავასრულე მუშაობა კიდევ ერთ ქართულენოვან სიმღერაზე, თუმცა მისი ჩაწერა, გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოვასწარი და მის პრემიერას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

რაც შეეხება კონცერტს, ის 8 ივლისს გაიმართება. კონცერტი საქველმოქმედოა. ონკოლოგიურ საავადმყოფოში გაისხნა ახალი, ონკო-ფსიქოლიოგიური დეპარტამენტი და ამის აღსანიშნავად იმართება კონცერტი, შემოსული თანხით ონკოლოგიურ პაციენტებს დავეხმარებით…

ქეთი, კონცერტზე ბენდთან ერთად იმღერებ?

რა თქმა უნდა. მყავს ჩემი ბენდი შემდეგი შემადგენლობით – გია რაქიაშვილი (პიანინო), გიორგი სამსონაძე (ბასი), გიორგი მელიქიშვილი (დრამი).

8 ივლისის კონცერტზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება. ბილეთის ღირებულება 20 ლარია.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები