LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 სერიალი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ აგვისტოში

1179
tv-series-august

დევიდ ფინჩერის „გონებაზე მონადირე“, შავი კომედია ფინანსურ პირამიდაზე, ფენტეზი-ნუარი ორლანდო ბლუმის მონაწილეობით და კიდევ რამდენიმე სიახლე – აგვისტო მართლაც მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს სერიალების მოყვარულებს.

BH90210 – 1990-იანი წლების პოპულარული სერიალის „ბევერლი ჰილზი, 90210“ მსახიობთა დასი ისევ სრული შემადგენლობით შეიკრიბა, 53 წლის ასაკში ინფარქტით გარდაცვლილი ლუკ პერის გამოკლებით. ახალ პროექტში, რომელიც ექვსი ეპიზოდისგან შედგება და რეალური ისტორიების საფუძველზე შეიქმნა, მსახიობები თავად მოუთხრობენ მაყურებელს რა გავალენა მოახდინა მათ ცხოვრებაზე ორიგინალმა სერიალმა.

„მემკვიდრეები“ (Succession) – სერიალი, რომელიც 2018 წელს პროდისერებმა სამეფო კარის თამაშების“ თანამედროვე ვერსიად წარმოადგინეს, კრიტიკოსებმა კი, ბერძნული ტრაგედია უწოდეს იუმორის ელემენტებით, მედიამაგნატის ლოგან როის და მისი შვილების ისტორიაა, რომლებიც მამის მემკვიდრეობისა და ძალაუფლების ხელს ჩასაგდებად ებმებიან ბრძოლაში.

„რატომ კლავენ ქალები“ (Why Women Kill) – „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ავტორის მარკ ჩერის ახალი ტრაგიკომედია განსხვავებული ეპოქის სამ ქალბატონს მიეძღვნა, რომლებიც განსხვავებული გარემოს მიუხედავად მაინც ერთ პრობლემას – მამაკაცის ღალატს აწყდებიან.

„გონებაზე მონადირე“ (Mindhunter) – მეორე სეზონზე პროექტის ავტორებმა მაყურებელს „მკვლელობა ატლანტაში“ სახელით ცნობილი ისტორია მოიუთხრეს, როცა 1979-1981 წლებში სერიულმა მკვლელმა უეინ უილიამსმა 28 აფროამერიკელი მოზარდი იმსხვერპლა.

„მართალი ჯემსტოუნები“ (The Righteous Gemstones) – კომედიური სერიალი ტელეევანგელისტების (ტელევიზიით ქრისტიანობის მქადაგებლები) სამ თაობაზე, ირონიით ამხელს კორუფციას, აქილიკებს თანამედროვე მედიას და ფარისეველ საზოგადოებას.

„გახდე ღმერთი ფლორიდას ცენტრში“ (On Becoming a God in Central Florida) – შავი კომედია კირსტენ დანსტის მონაწილეობით ახალქაზრდა ქალის ისტორიაა, რომელიც მართალია,  მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ მუშაობს ორლანდოს აკვაპარკში, მაგრამ ყველაფერისთვის მზადაა, რათა თავი დააღწიოს სიღატაკეს.

კარნივალ როი“ (Carnival Row) – რენე ეჩევარიას სერიალი მითიურ ვიქტორიანულ მეგაპოლისზე, სადაც ადამიანების გვერდით მისტიკური არსებებიც ცხოვრობენ, თანამედროვე სამყაროს ერთგვარი მეტაფორაა, სადაც არალეგალი ემიგრანტები ისეთივე დისკომფორტს უქმნიან ადგილობრივებს, როგორც მისტიკური არსებები.

„მუქი კრისტალი: წინააღმდეგობის ეპოქა“ – Netflix-ის ე.წ. თოჯინური სერიალი, რომელიც 1982 წლის თოჯინური ფილმის ახალი ვერსიაა, ისევ ფანტასტიკურ სამყაროში ვითარდება, ორი რასის დაპირისპირების ფონზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები