LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 თებერვალს ჯაზმომღერალი თეონა მოსია კონცერტს კონსერვატორიაში გამართავს

teona-mosia

ქართველი ჯაზმომღერალი თეონა მოსია 13 წელია ავსტრიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მის შემოქმედებაში დიდი ნაწილი ეთნო-ჯაზურ კომპოზიციებს ეთმობა.

მუსიკალური განათლება თეონა მოსიამ ავსტრიაში მიიღო. მან  2014 წელს დაამთავრა პრაინერის კონსერვატორიის ჯაზვოკალის ფაკულტეტი.

ბენდი, რომელთან ერთადაც თეონა 8 თებერვალს კონსერვატორიის დიდ დარბაზს ეწვევა, შეიქმნა 2014 წელს, მისი წევრები არიან: ვოკალისტი – თეონა მოსია, პაინისტი – ნიკოლა სტანოშევიჩი, კონტრაბასი – ნავიდ ჯავადი, დრამერი – ანჯელიკო სტუპარ.

თეონა მოსიას რეპერტუარი მრავალფეოვანი და საინტერესოა, ის წარმატებულ კონცერტებს მართავს ევროპის სხვადასხვა ქალაქებში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები