LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 თვეში ბაჩო რომ გამოვა, მოპატიჟება ძალაშია! გელოდები – ბესო ზანგური მორიგ სკანდალში ეხვევა

7538
33

ყოფილი მაღალჩინოსნის ბაჩო ახალაიას მეუღლე მსახიობ ბესო ზანგურს მიმართავს და მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე ციხეს დატოვებს, მასთან შეხვედრას სთავაზობს.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია კი ციხეს 2022 წლის 2 მარტს ტოვებს.

საქმე ეხება ზანგურისა და უფლებადამცველ თეა თუთბერიძის შორის ფეისბუქკომენტარებში წარმოქმნილ კონფლიქტს, სადაც ბესო ზანგური წერს, რომ როცა ბაჩო საპატიმროს დატოვებს, ნამდვილი სასჯელი მისი საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ აღსრულდება.

„ზანგურზე პოსტი დამიბლოკეს, როგორ ოპერატიულად მუშაობს ტროლქარხანა ნუ შიგ მიზანში გავარტყი ესე იგი რაც მთავარია.

ბესო ზანგურო, ძაან სამარცხვინო ხარ. სქრინებს თავიდან დავდებ და 8 თვეში ბაჩო რომ გამოვა მოპატიჟება ძალაშია! გელოდები“! – წერს სოციალურ ქსელში ანი ნადარეიშვილი და სოციალურ ქსელში ბაჩო ახალაიას მხარდამჭერ თეა თუთბერიძისა და ბესო ზანგურის კომენტარებს აქვეყნებს, სადაც მათი დაპირისპირება ჩანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები