LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

1234568

8 წლის გოგოს მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაკავებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი გასაჩივრებას აპირებს.

30 წლამდე კაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, მას გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავება. საქმეში ჩართულია სოციალური სააგენტო, ფსიქოლოგი და სახალხო დამცველის აპარატი.

ბრალდებული უკრაინის მოქალაქეა. იგი სამუშაოდ აჭარაში რამდენიმე წლის წინ ჩავიდა. გარყვნილი ქმედების შესახებ 8 წლის გოგოს დედამ ისაუბრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები