LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

80 დოლარი ერთ დღე-ღამეში – საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი კოტეჯს აქირავებს

3440
Untitled-design-4-2

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი ოჯახი დუშეთში ტურისტებზე კოტეჯს აქირავებენ. შესაბამისი განცხადება, ფოტოებთან ერთად, სახლების გასაქირავებელ ვებგვერდ Airbnb-ზეა განთავსებული. ინფორმაცია, თავდაპირველად,  “რუსთავი2”-მა გაავრცელა.

დუშეთში, პრეზიდენტის სახლის ეზოში მდებარე კოტეჯში ერთი ღამის გატარება 80 დოლარი ღირს. კოტეჯი ორი წლის წინ, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს აშენდა. შენობა მწვანე საფარითაა გადახურული და როგორც თავად ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, მისი ხელით დამზადებული და საქართველოს ყოფილი პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ხელით მოხატული ავეჯითაა გაწყობილი.

მაკა ჩიჩუას თქმით, კოტეჯის გაქირავება გიორგი მარგველაშვილს მან შესთავაზა.

“მოვიფიქრე და შენ ხომ არ ხარ წინააღმდეგი, რომ გავაქირაოთ მეთქი… არა, პირიქით, კარგი იდეაა, თან შემოსავლის წყარო იქნება, თან გააცნობ ტურისტებსო. ცოტა ისე ვიყავი განწყობილი, ვის მოუნდება, ვინ გაიგებს მეთქი. მერე ეს საიტი გამოჩნდა, რომელიც ძალიან აქტიურია და ძალიან ბევრი ხალხი შედის, უცხოელები. რატომაც არა? ვინც ამოდის აქ, მერე უკვე, დაკვირვების შედეგად, იმდენად დიდი აღტაცებაა…” – ამბობს გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და მისი ოჯახი პირველ სტუმრებს შემდეგ კვირას ელიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები