LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

80 ნაძვის ხე და 22 ათასი სანათი – ყველაზე ლამაზი პაბი ლონდონში საშობაოდ განათდა (ფოტო)

583
london-pub-new-year

ცნობილი პაბი The Churchen Arms, რომელიც ლონდონში მდებარეობს, ყველაზე ლამაზად მორთულ საშობაო ადგილად დასახელდა. გუშინ პაბი საშობაოდ მოირთო და განათდა, ფოტოები კი ყველა წამყვანმა გამოცემამ გაავრცელა.

პაბის ადმინისტრაციამ საშობაო განწყობის შექმნა უჩველოდ ადრე დაიწყო. როგორც წესი, საახალწლო განათებები ლონდონში 1 დეკემბრიდან ირთვება.

პაბის დეკორაციებში წელს უამრავი თანხა დაიხარჯა. მაგალითად 25 ათასი ფუნტი სტერლინგი მარტო ყვავილები დაჯდა, ექსტერიერი 80 ნაძვის ხითა და 22 ათასი სანათით გაანათეს. ამბობენ, რომ პაბში შესულებს უგემრიელესი კერძებით უმასპინძლდებიან, თუმცა ახლა თვალს ყველაზე მეტად, მისი ექსტერიერი ჭრის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები